fbpx
ახალი ამბები მთავარი

გიორგი კვირიკაშვილი: ქალისა და მამაკაცის ქორწინება გარანტირებული იქნება კონსტიტუციის დონეზე

კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გუშინ, კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, “რესპუბლიკური პარტია” ეწინააღმდეგება ამ საკითხის განხორციელების გზებსა და საშუალებებს, თუმცა ეს წინააღმდგებობა საკითხის შინაარსს არ ეხება.

“კოალიცია “ქართული ოცნების” დღევანდელი სხდომის განხილულ საკითხთა შორის უმთავრესი იყო ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილებისა, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის სამოქალაქო კოდექსში არსებული განმარტების საკონსტიტუციო დონეზე გამყარებას გულისხმობს. პოლიტსაბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების დაწყებას მხარი დაუჭირა. ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვადასტურებთ კოალიციის ერთგულებას პრინციპისადმი, რაც გულისხმობს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით მიუღებლობას და აღკვეთას. გამოვდივართ ინიციატივით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვა, რაც არის ქორწინება, გარანტირებული იყოს ქვეყნის კონსტიტუციის დონეზე”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 

 

სხვა ამბები

“სიღრმისეულად არ არის შესწავლილი ზოგიერთი საკითხი” – „ჯორჯიან მანგანეზი“ Human Rights Watch-ის კვლევაზე 

newsadmin

“აშშ-ის დეპარტამენტის განცხადებაში ზუსტი აქცენტებია გაკეთებული” – ზალკანიანი

newsadmin

გუგუტიანთკარის მკვიდრი: “პრემიერს ვეტყოდი – თქვენ თქვენთვისთვის ხართ და ხალხისთვის არა”

newsadmin

ნუკრი ქანთარია – მამუკა ხაზარაძე დუმდა, როცა ხალხს აწამებდნენ, ახლა დიდგულობს

newsadmin

” წერეთლის სამართლებრივი დევნა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებაზე კითხვებს ამძაფრებს” – არასამთავრობოები

newsadmin

“ლაურა ღაჭავას არ აქვს იმის საშუალება, რომ გირაო შეიტანოს” – ადვოკატი

newsadmin
იტვირთბა....