უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, დღის განმავლობაში უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტის მიმართულებით 150-იდან 1700 მეტრამდე მიიწევენ წინ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბახმუტთან ბრძოლის დროს 130 რუსი სამხედრო დაიღუპა, 145 დაშავდა, 4 კი ტყვედ აიყვანეს.
“ბახმუტი ისევ რჩება საომარი მოქმედებების ეპიცენტრად უკრაინის აღმოსავლეთში… ბრძოლების დროს ჩვენი ქვედანაყოფები, მიუხედავად იმისა, რომ არ არის უპირატესობა პერსონალში, საბრძოლო მასალაში და აღჭურვილობაში, აგრძელებენ წინსვლას ფლანგებზე… ჩვენ ვახერხებთ 150- 1700 მეტრამდე წინსვლას” – განაცხადა სერგეი ჩერევატიმ.