ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, 35 წლის ასაკში პროფესიონალური კარიერა დაასრულა.
შეგახსენებთ, ქართველი სუმოისტის დებიუტი 2006 წელს შედგა, 2008 წლიდან კი უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში ასპარეზობდა. ტოჩინოშინმა კარიერის განმავლობაში 100 ბაშოზე იასპარეზა, ყველაზე წარმატებული კი 2018 წლის პირველი სუპერ ტურნირი გამოდგა, როცა იმპერატორის თასი მოიპოვა. ამის შემდეგ კი ოძეკის წოდებაც დაიმსახურა. ტოჩინოშინი გახდა პირველი ქართველი სუმოისტი, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო.
ნახეთ ვიდეო: