უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაუღუპა, 2 კი დაშავდა.
უკრაინული მხარის თქმით, რუსმა საოკუპაციო ძალებმა სამრეწველო ობიექტზე მიიტანეს საჰაერო იერიში.
სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, სერგეი ბრაჩუკმა Telegram-ზე განაცხადა, რომ მტრის რაკეტების უმეტესობა უკრაინელმა ჯარისკაცებმა ჩამოაგდეს.
“მტრის რაკეტების უმეტესობა ჩამოაგდეს ზღვის თავზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა. სამწუხაროდ, სამრეწველო ობიექტს დაარტყეს: 1 ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა” – განაცხადა სერგეი ბრაჩუკმა.