ახალი ამბები მთავარი

მაკა ასათიანი ლევან გაჩეჩილაძესთან საიჯარო ხელშეკრულებაზე შეთანხმებას არ აპირებს

მაკა ასათიანი ლევან გაჩეჩილაძესთან საიჯარო ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ტელეკომპანია “მაესტროს” შენობასთან დაკავშირებით  არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა.

“მაკა ასათიანი არ აპირებს იჯარის გაგრძელებას. აქ არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელიც სხვა პარტნიორებმა დასვეს. ეს არის ლოგოს საკითხი. ასევე მნიშვნელოვანია სარეკლამო კონტრაქტიც, რადგან, რამდენადაც მე ვიცი პირდაპირ მითითებულია, რომ ის ტელევიზია, რომელიც განათავსებს კონტრაქტის შესაბამისად რეკლამას, უნდა მაუწყებლობდეს არსებული ლოგოთი. თუკი გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხდა, ეს პრობლემურ თემად დარჩება”, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე მაკა ასათიანს და კოტე გოგელიას ტელეკომპანიის შენობასთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას სთავაზობს.

როგორც ლევან გაჩეჩილამძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებასთან დაკავშირებით უარს მიიღებს, ლოგიკურ ვადებში ალტერნატიულ ფართს მოძებნის.

იტვირთბა....