უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინელემა სამხედროებმა ბახმუტის მიმართულებით დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრი განათავისუფლეს.
“ბოლო დღეებში განვათავისუფლეთ გარეუბანში თითქმის 20 კვადრატული კილომეტრი. გვაქვს პროგრესი ზოგიერთ სფეროში. სასტიკი ბრძოლებია თავად ბახმუტში” -განაცხადა მინისტრის მოადგილემ.