ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსული საოკუპაციო ძალები რეგიონში ტერორისტულ თავდასხმებს აძლიერებენ.
მისი თქმით, რუსული არმიის სამიზნე ძირითადად სამოქალაქო ობიექტები და რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობაა.
“რუსი ოკუპანტები რეგიონის მშვიდობიან მოსახლეობაზე ტერორისტულ თადასხმებს აძლიერებენ, ყველა ხელთ არსებული იარაღის გამოყენებით – არტილერია, ნაღმტყორცნები, თვითმფრინავები, რაკეტები.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მტერმა ხარკოვის რეგიონი 140-ზე მეტჯერ დაბომბა” – განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.