უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ღამით ქალაქ მიკოლაივის სამოქალაქო ინფრასქტრუქტურას “კალიბრის” ტიპის ორი რაკეტით დაარტყეს.
გავრცელებული ცნობით, რუსეთის ჯარისკაცებმა S-300 ტიპის ორი რაკეტით დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას დაარტყეს.
უწყების განცხადებით, გასული დღის განმავლობაში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 57 ავიადარტყმა განახორციელეს, ხოლო მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის დასახლებები 96-ჯერ დაბომბეს, რამაც მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.