ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსულმა ძალებმა ავდიივკა დაბომბეს – არის მსხვერპლი

ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი ბარაბაშის განცხადებით, რუსულმა ძალებმა უკრაინის სოფელი ავდიივკა დაბომბეს, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

“დღეს დილით, ავდიივკაზე სარაკეტო იერიშის შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. სარაკეტო იერიშის დროს მოქალაქეები რკინიგზის საავადმყოფოში მოწყობილ თავშესაფარში იმყოფებოდნენ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა.

ეს წინასწარი მონაცემებია. სამწუხაროდ, შესაძლოა, მსხვერპლი მეტი იყოს” – განაცხადა ავდიივკას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გავრცელებული ცნობით, სოფელ ავდიივკაში რუსეთის აგრესიას 2 კაცისა და 2 ქალის სიცოცხლე შეეწირა.

უკრაინის ოფიციალური პირები ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას ითხოვენ.

იტვირთბა....