რუსეთმა უკრაინის ქალაქი ტერნოპოლი ევროვიზიის ფინალში უკრაინის წარმომადგენელთა გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დაბომბა. ტერნოპოლი ჯგუფ Tvorchi-ის მშობლიური ქალაქია.
“ტერნოპილი ჰქვია ჩვენს მშობლიურ ქალაქს, რომელსაც რუსეთი მაშინ ბომბავდა, როცა ევროვიზიის სცენაზე ჩვენს ფოლადის გულზე და შეუპოვრობაზე ვმღეროდით. ეს არის ჩვენი მესიჯი: ევროპა, გაერთიანდი ბოროტების წინააღმდეგ მშვიდობისთვის!” – დაწერა Tvorchi-ის წევრმა.