ქართველი მეომრები ამ წუთებში ბახმუტის ასაღებად ემზადებიან. მებრძოლებს ქალაქის ცენტრამდე კილომეტრნახევარი აშორებთ.
“ბოგდანევკაში ვართ, გუშნწინ გრიგორევკიდან წავიწიეთ სამკილომეტრ ნახევარი, ესენი ყველა უკვე დაბრუნებულია, მარჯვენა მხარესაც მუშაობენ. ფლანგებში უტევენ ჩვეულებრივად, ბახმუტში, ფაქტობრივად, შიგნით არავინ არაა დარჩენილი. იბომბება, იწვის ყველაფერი. ყველა გავიდა, დიდი, პატარა, არავინ არაა შიგნით დარჩენილი. ბრძოლები მიმდინარეობს ივანსკოე, ხრომოვე, გრიგორევკა. გრიგორევკას სრულად აკონტროლებენ ჩვენები. ბევრი აყვანილიც არის, აიყვანეს მძევლები ბევრი. ყველა აღებული აქვთ, ჩვენებს უკავიათ, თავიდან ბოლომდე არის ახლა ჩვენ, – ამბობს “პირველებთან” ქართელი მებრძოლი ზაუკა ბერძემიშვილი.
წყარო – “ტვ პირველი”