ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

რუსთავში, მტკვარში 30 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მედია წერს, რომ კაცის ცხედარი მდინარემ ე.წ. ახალი ხიდის მიმდებარედ გამორიყა, რისი შემჩნევის შემდეგაც, მოქალაქე შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციითვე, ბიჭი 2 კვირის წინ თბილისში გაუჩინარდა და მას ოჯახი ამ ხნის განმავლობაში ეძებდა.
წყარო – “ინფო რუსთავი”

იტვირთბა....