ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

საავეჯე და სამშენებლო ეკო მასალების საწარმო „კასტამ“ თბილისში მესამე ფილიალი გახსნა

თბილისში, საავეჯე და სამშენებლო ეკო მასალების ყველაზე მსხვილმა საწარმომ „კასტა“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობით მესამე ფილიალი გახსნა.

კომპანია საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან არსებობს და ეკოლოგიურად სუფთა მასალაზე გათვლილი პროდუქტის წყალობით, მისი საქმიანობა წლების განმავლობაში  სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს.

„კასტას“ ეკო მასალებით დამზადებული პროდუქცია უკვე ამერიკაშიც გადის – საწარმო ქართულ-ამერიკული სამშენებლო საწარმოს, „GACC”-ის ექსკლუზიური პარტნიორია. ახალი საწარმოს პარალელურად, „კასტა“ ექსპორტის გაფართოებას, ამჯერად ევროპის მიმართულებითაც გეგმავს.

გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ საწარმოს პარტნიორი კომპანიები, მათ შორის ავსტრიული კომპანია Kronospan, რომელთანაც გახსნის პარალელურად თანამშრომლობის 10 წლის იუბილეც აღინიშნა.

კომპანია Kronospan ერთ-ერთი ყველზე მსხვლი ხის კომპანიაა მსფლიოში და მას ქარხნები 125 სხვადასხვა ქვეყანაში აქვს განთავსებული.

გარდა Kronospan-ისა, საწარმო ისეთი ცნობილი ევროპული ბრენდების წარმომადგენელია, როგორებიცაა მსოფლიოში წამყვანი ხის პანელების მწარმოებელი, რომლის პროდუქციაც გამოიყენება როგორც ავეჯის წარმოებაში, ასევე, ინტერიერის დიზაინსა და მშენებლობაში. აღსანიშნავია მწარმოებლის იტალიური შვილობილიც, Emporio Skin, რომელიც მაღალი ხარისხის  სტანდარტებს, იტალიელი დიზაინერების უნიკალურ ხელწერასთან აერთიანებს.

კასტააღჭურვილია მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო, SCM ჯგუფის დანადგარებით და როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო მომხმარებლებს, ევროპული სტანდარტის პროდუქციასა და სერვისებს სთავაზობს. საწარმო მოემსახურება ადგილობრივ კომპანიებსა თუ ინდივიდუალურ მეწარმეებს და მათ ეკოლოგიურად სუფთა, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას შესთავაზებს.

დამატებით, საწარმოში შესაძლებელია ავეჯისთვის პოლონური REJS-ის ფურნიტურის შერჩევაც, რომლიც ასევე მსოფლიო სტანდარტის შესაბამისია და მთელს ევროპაში, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. აქვეა წარმოდგენილი Kronospan-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია TECE, რომელიც, მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის წიბოებს სთავაზობს.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ინტერიერის დიზაინერები, რომელთაც საშუალება ჰქონდათ, “კასტას” შოურუმში დაეთვალიერებინათ საავეჯე და ინტერიერის მოსაპირკეთებელი კატალოგები.

კასტასსაწარმოში შესაძლებელია კვალიფიკაციის ამაღლებაცსასწავლო ცენტრში, იტალიელი ექსპერტები, ქართველ მეწარმეებს სასერტიფიკაციო, პრაქტიკულ პროგრამას სთავაზობენ. პროფესიონალი ტრენერები, მსურველებს შეასწავლიან ხეზე და ქვაზე კვეთას, ფერადი ვიტრაჟებისა და ავეჯის შექმნადამზადებას. სასწავლო პროცესის განვითარებას, Kronospan შეუწყობს ხელს.

ამიერიდან, ადგილობრივ ხელოსნებსა და მწარმოებლებს საშუალება აქვთ, თბილისში, შუშის ქუჩა #38-ში შეიძინონ 100%-ით ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა საავეჯე და სამშენებლო მასალები, რომელიც მსოფლიო სტანდარტის შესაბამისია.

იტვირთბა....