ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ე.წ. “ტროიკა” ისევ შეიკრა“ – ბაჩო დოლიძე კეზერაშვილ-მერაბიშვილ-ადეიშვილზე

დოლიძე, ადეიშვილი, მერაბიშვილი, კეზერა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე ენმ-ის ექსთავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გუშინ ინგა გრიგოლიას „რეაქციაში“ გაღელებულ მესიჯებს გამოეხმაურა.

„ე.წ. “ტროიკა” ისევ შეიკრა. როგორც ადრე მიაჩნდათ მთელი ქვეყანა საკუთრებად და ამით ძალიან ბევრი კარგი საქმე დაიჩრდილა, დღესაც ანალოგიურად პარტია მიაჩნიათ საკუთრებად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” შენობაში, კონკრეტულად თავმჯდომარე რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას იღებს, ეს ასე არ გახლავთ. ყველა გადაწყვეტილება იღებენ ეს ადამიანები, ყველა ისეთი დაპირებები აკეთებინეს, ოღონდ მოსულიყვნენ მენეჯმენტში.

შესაბამისად, მერე ალბათ ყველაფერი ლევანს დამბრალდებოდა. ასე, რომ არ მგონია ლევანის დიდი წუხილი ჰქონდეს იმ ადამიანებს, ვინც მის უკანა დგანან. გასაგები იყო, რომ ვერსად შეიჭრებოდა ფიზიკურად. ცუდია, როდესაც ხდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სახელით მანიპულირება და სპეკულირება. იქნება ბრძოლა ცვლილებებისთვის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ამრჩეველთან ერთად მოგიწევს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება“ , – განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, მელიამ თქვა, რომ ახლა პარტიაში ჩრდილოვანი მმართველობაა და ენმ ვანო მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ხელშია.

იტვირთბა....