aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პარლამენტის ყოფილ წევრებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება აღარ ექნებათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის მოქმედ რეგლამენტში არსებობს მუხლი, რომლის მიხედვით, ყოფილ დეპუტატს პარლამენტის შენობაში შესვლა, მომდევნო ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში, დაუბრკოლებლად შეუძლია.

„ქართულ ოცნებას“ აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილებები შეაქვს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის ყოფილ წევრებს პარლამენტის შენობაში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება აღარ ექნებათ.

„აღნიშნული ცვლილებები პარლამენტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას იქონიებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გასამრჯელო ამჟამად იმ პარლამენტის წევრის გასამრჯელოს უთანაბრდება, რომელიც პარლამენტის თანამდებობის პირი არ არის, ხოლო რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად მისი ანაზღაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გასამრჯელოს გაუთანაბრდება, რა შემთხვევაშიც სხვაობა 1 716 ლარს შეადგენს. ასევე, უმრავლესობის ლიდერი იმ გარანტიებით ისარგებლებს (სამუშაო ფართობი, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სარგებლობს. გარდა აღნიშნულისა, რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სამდივნოს შექმნა გამოიწვევს ხარჯების ზრდას, რაც დამოკიდებული იქნება სამდივნოში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობაზე, ასევე მათთვის საჭირო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგლამენტის პროექტის მიღება მოქმედი უმრავლესობის ლიდერისათვის ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს, რადგან რეგლამენტის თანახმად, უმრავლესობის მოქმედი ლიდერი, როგორც წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, აღნიშნული გარანტიებით ისედაც უზრუნველყოფილია.

შესაბამისად, დღეს მოქმედ თანამდებობებზე მყოფ პირებთან მიმართებით ფინანსური შედეგები უცვლელი რჩება და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას არ იწვევს“, – ვკითხულობთ რეგლამენტის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

იტვირთბა....