aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთის გეგმები საქართველოში – “აბრეშუმის გზა” და პროდუქციის იმპორტ-ექსპორტი

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი სერგეი კატირინი საქართველოსთნ ურთიერთობის “დათმობის” შემდეგ ორი ქვეყნის მწარმოებლებს შორის თანამშრომლობას აანონსებს.

მისი თქმით, წელს უკვე შეიქმნა რუსულ-ქართული საქმიანი საბჭო.

“ვცდილობთ, გავარკვიოთ, რა მიმართულებით შევძლებთ ერთობლივ განვითარებას. საქართველოს კონკრეტული წრეების მხრიდან დაინტერესება უკვე არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ ეს მთელი ქვეყნის ინტერესია, თუმცა ბიზნესს შორის ბევრია ისეთი, ვისაც სურს და შეუძლია და ჩვენი მხრიდან მახარდაჭერას ელის.

ამ დღეებში გადაწყდა საქართველოდან სპირტიანი სასმელების შემოტანის საკითხი გადაწყდა. ჩვენს პარტნიორებს ასევე სურთ, ღვინის შემოტანის საკითხი გაარკვიონ.

საჭიროა, ასევე „აბრეშუმის გზის“ მარშრუტის ფარგლებში სარკინიგზო ტრანზიტის ორგანიზება: ჩინეთი, იანის პორტი ბანდერ-აბბასი, ასტარა (ირანი), ასტარა (აზერბაიჯანი), მარნეული (საქართველო) აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში. ეს სხვა ყველაფერთან ერთად მოგვცემს შესაძლებლობას, გავაფორმოთ კონტრაქტები, რომლითაც გაზს და ნავთობს სტაბილურ და ადეკვატურ ფასად გავყიდით” – განაცხადა სერგეი კატირინმა.

იტვირთბა....