aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ჩამოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანი საქართველოში უახლოესი კვირების განმავლობაში ჩამოვა.

“დეივიდ ო’სალივანი ამჟამად ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩასვლასაც იგი მომავალ კვირებში და თვეებში გეგმავს” – განუცხადეს ნეტგაზეთს ევროკომისიაში.

არსებული ინფორმაციით, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დაწესებას გეგმავს, სადაც ყურადღება რუსეთიდან, მესამე ქვეყნების – “ჩრდილოვანი სუბიექტების” საშუალებით სანქციების გვერდის ავლაზე იქნება გამახვილებული.

იტვირთბა....