aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩინეთის ვალდებულებაა ხელი შეუწყოს მშვიდობიან მოლაპარაკებებს” – ვან ვენბინი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლუ ჰუი, რომელიც ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელია ევრაზიის საკითხებში, მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობის მიზნით.

საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში, რომელიც 15 მაისს დაიწყება, ლუ ჰუი უკრაინას, პოლონეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთს ესტუმრება.

“ჩინეთის წარმომადგენლების აღნიშნულ ქვეყნებში ვიზიტი არის ჩინეთის ვალდებულების კიდევ ერთი გამოვლინება, ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს, რაც სრულყოფილად აჩვენებს, რომ ჩინეთი მტკიცედ დგას მშვიდობის მხარეს“ – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა.

იტვირთბა....