aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ – შალვა პაპუაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, საქართელოს მიერ რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციის დაწესებაზე, რეალურად ეს რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში შესვლას მოიაზრებს.

მისი თქმით, გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით პანიკის ატეხვა და სკანდალის მოწყობა.

“ერთი წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის კეთილსინდისიერი პარტნიორები. თავიდანვე ვთქვით და ამ პრინციპს მივყვებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს. სხვათა შორის, ამაზეც თავიდან ჰქონდათ თითქოს ატეხილი სკანდალი, თუმცა შემდეგ ოპოზიციის თითო-თითო წარმომადგენელი დაეთანხმა პრინციპს, რომ საქართველომ არ უნდა დააწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამას ეთანხმებოდნენ, ახლა თითქოს სხვა შეფასებები ისმის, როცა საუბარია სავიზო შეზღუდვებზე რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს იგივე სანქციაა. ამიტომ ორი პრინციპია მთავარი – საქართველო უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ტერიტორიები არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის და საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს სიტუაციის ესკალაცია და ესკალაციის ბოლოს შეიძლება იყოს პირდაპირი სამხედრო კონფლიქტი, რაც არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში. ვინმეს ინტერესში თუ შედის, რომ აქ კონფლიქტი იყოს, მაშინ თქვას, განაცხადოს და იმსჯელოს იმ საკითხზე, უნდა დააწესოს თუ არა საქართველომ ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ. ყველა, ვინც ამბობს, რომ საქართველომ ორმხრივი სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთს, სინამდვილეში ამბობს, რომ საქართველომ უნდა გარისკოს პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში შესვლა რუსეთთან” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იტვირთბა....