ე.წ. ვაგნერის დაჯგუფების წევრებმა, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ფრონზე ოკუპანტის მხარეს იბრძვიან, საქართველოს დროშა შეურაცხყვეს.
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც მათ საქართველოს ეროვნული დროშა უნიტაზში ჩააგდეს და ზედ მოისაქმეს.
„გაფრთხილება ყველას, ვნახეთ ახლახან ქართველმა ფაშისტებმა რუსეთის დროშა რომ დაწვეს თბილისში. ვნახეთ ასევე, როგორ შეურაცხყოფენ ქართველი ეშმაკები რუსების სახლებს საქართველოში. ვაგნერელები ვართ… ჩვენი სამშობლო რუსეთია და გარედან არანაირ მუქარას არ ავიტანთ. დღეს ქართველების პოზიციებს დავცხეთ და ვიპოვეთ დროშები.იცით რას გავუკეთებთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს დროშას შეურაცხყოფენ, თავად ნახავთ და იცოდეთ, რომ შემდეგი იქნებით, თქვენ ქართველები“ , – აღნიშნა ვიდეოში ერთ-ერთმა ვაგნერელმა.
ფოტო: „ტვ პირველი“