ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კარგია, რომ უკრაინის ხელისუფლება და ბატონი არახამია მუდმივად აფიქსირებს მზადყოფნას, რომ დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას” – სალომე სამადაშვილი

“ლელოს” წევრის სალომე სამადაშილის თქმით, უკრაინის პოზიციას საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

ოპოზიციის წევრის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხის და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები “ქართულ ოცნებაზე” უკეთ ესმის.

უკრაინის ხელისუფლების პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. მათ შორის, ძალიან მძიმე სიტყვა ეთქმის უკრაინას ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობების განსაზღვრისას და კარგია, რომ უკრაინის ხელისუფლება და მათ შორის, ბატონი არახამია მუდმივად აფიქსირებს მზადყოფნას, რომ დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხშირად ხდებიან სრულიად დაუმსახურებელი ბრალდებების და თავდასხმის ობიექტები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას ბევრად უკეთესად ესმის ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის გამოწვევები, ვიდრე იმ ხალხს, ვინც დღეს ჩვენს ქვეყანას მართავს, – ამბობს სამადაშვილი.

იტვირთბა....