ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვითხოვთ კანონის შემოღებას, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს” – რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის გამო დაზარალებული ფერმერების პროტესტი წნორში

რუსეთიდან იმპორტირებული ხორბლის გამო ქართველი დაზარალებული ფერმერები, პროტესტის ნიშნად წნორის მთავარ მაგისტრალთან შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლებასთან შეხვედრასა და პრობლემის გადაწყვეტას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფერმერები მთავარი მაგისტრალის გადაკეტვას შეეცდებიან.

“ხორბლის მოსავალი გვიჯდება 70-75 თეთრი. ფასს გვთავაზობენ 40 თეთრს, პურში ვიხდით ლარი და ათს. მაშინ გახადონ პურიც 50 თეთრი და დავიშლებით, ან გვიშველონ და დაგვიდგეს სახელმწიფო გვერდით” – განაცხადა ერთ-ერთმა მეხორბლემ.

ადგილობრივი გუბერნიის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებთან აღნიშნულ პრობლემაზე სასაუბროდ მივიდა. თუმცა შეკრებილები სოფლის მეურნეობის მინისტრთან ან მისი მოადგილესთან საუბარს ითხოვენ.

ფერმერთა თქმით, ხორბალი, რომელსაც რუსეთი მსოფლიო ბაზარზე ვერ ყიდის, საქართველოში შემოდის, რის გამოც მეხორბლეებს მოსავალი უფუჭდებათ.

“არის ძალიან დაბალი ფასები და ეს გამოიწვია რუსეთიდან შემოტანილმა მარცვლეულმა, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე ვერ ყიდის. 11 თვეა მოსავალი ესე ყრია და ფუჭდება. ვითხოვთ კანონის შემოღებას, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხს” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

იტვირთბა....