ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გამოიყენოს ვეტო არჩევნების დასაცავად – გახარიას გუნდის მიმართვა პრეზიდენტს

პარტია “საქართველოსთვის” პრეზიდენტს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ოპოზიციას არჩევანის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებს.

ბექა ლილუაშვილის განცხადებით, სამართლიანად ჩატარებული არჩევნები ერთადერთი გზაა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, თუმცა ხელისუფლება ყველანაირ ძალას იყენებს არჩევენების გაყალბებისთვის.

“ოცნების” მიერ ცესკოსთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ ხელისუფლება რომლის მიმართ ნდობა დღესვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, უკვე ემზადება 2014 წლის არჩევნების გასაყალბებლად. ეს ნიშნავს, რომ “ოცნებას” გაყალბების გარდა სხვა რესურსი უბრალოდ არ დარჩა. არაფორმალური ძალაუფლების და გავლენების შესანარჩუნებლად მათ გადაწყვეტილი აქვთ მოქალაქეებს წაართვან არჩევანის უფლება და მოიპარონ ევროპული მომავალი.

“ოცნების” მიერ სრულად კონტროლირებადი სანქცირებული სასამართლო და ცესკო ჩვენი პარტნიორების ყოველდღიური შტურმი და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი კამპანია ქმნის არჩევნების დაცვის კრიტიკულ საჭიროებას და ამაში ყველამ ჩვენი როლი უნდა შევასრულოთ, რადგან სამართლიან ჩატარებული არჩევნები ერთადერთი დემოკრატიული გზაა გადარჩეს ქვეყნის ევროპული მომავალი.

დაუშვებელია, რომ ძალაუფლების დაკარგვის შიშები წარმოადგენდეს სახელმწიფო ინსტიტუტების გაუქმების მიზეზს, ამიტომ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება ამ კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე, მივმართავ სტრატეგიულ პარტნიორებს და ადგილობრივ ორგანიზაციებს, გააძლიერონ ძალისხმევა კანონის მიღების წინააღმდეგ და თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციას და მედიას ყველა ძალისხმევა მივმართოთ ამ საკითხის აქტუალიზებისა და არჩევნების დაცვისკენ, პარტია საქართველოსთვის უახლოეს დღეებში ოფიციალურად მიმართავს ყველა ზემოაღნიშნულ აქტორს, ჩვენ გავაძლიერებთ ძალისხმევას და გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვი” – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნება” ახალი კანონპროექტის მიღებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარის და წევრების შერჩევის უფლება ერთმევა.

იტვირთბა....