ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თავი კიტრად ნუ მოგაქვთ, პაპუაშვილო და ქადაგიძევ!” – რომან გოცირიძე

პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ის ეკონომიკის მინისტრის პარლამენტთან დამოკიდებულებას ეხება.

„პარლამენტის თავმჯდომარის ავტორიტეტი მთავრობის თვალში არის ნული, ხოლო, რა მოსატანია და საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის – მინუს ერთი. მათ მიერ გაპიარებულ რეგლამენტს თავზე ახევს ერთი უჩინარი ეკონომიკის მინისტრი და ეუბნება, რომ ფეხებზე ჰკიდია პარლამენტიც და მისი ვითომ საზედამხედველო და მაკონტროლებელი როლი.
უკვე მეხუთე სადეპუტატო კითხვაზე არ მაძლევს პასუხს, არა და ეს არამხოლოდ რეგლამენტის, არამედ კონსტიტუციის მოთხოვნაა.
ასეთი რამ არასდროს მომხდარა ამ ექვსი წლის განმავლობაში, კვირიკაშვილის მინისტრობიდან დაწყებული თურნავათი დამთავრებული.
როცა პარლამენტს ასე თავხედურად ექცევა ვიღაც ტექნიკური მინისტრი, რომლის პოლიტიკური წონა არის ნული, წარმოვიდგინოთ, როგორ უყურებენ პარლამენტში “ქსრთული ოცნების” ხელმძღვანელობას ძალოვნები, რომელთაც ზურგს “ის ბრძენი კაცი” უმაგრებს.
როცა კაცად არ გაგდებენ, თავი კიტრად ნუ მოგაქვთ, პაპუაშვილო და ქადაგიძევ!“ , – წერს ის.

იტვირთბა....