ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პუტინის რეკომენდაციით იყიდეს და დასვეს საქართველოს პრეზიდენტად” – შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა.

მისი თქმით, ზურაბიშვილი კრემლისა და ივანიშვილის დასმულია პრეზიდენტად.

„მონის გაჩუმებას არაფერი უნდა, ის გაჩუმებული იყო იმ დროიდან, როცა იყიდეს და პუტინის რეკომენდაციით დასვეს საქართველოს პრეზიდენტად. შესაბამისად მას არ აქვს უფლება, რაიმე განსხვავებული მოსაზრება გამოთქვას, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა კრემლის და ივანიშვილის ინტერესებთან“ , – აღნიშნა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ევროპის დღეზე სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილს არაფერი უთქვამს „ოცნების“ მიერ დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის უფლება აღარ ექნება.

იტვირთბა....