ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქოლცენტრების მილიარდიანი სქემა ხელისუფლების ხელშეწყობის გარეშე ვერ განხორციელდებოდა – დაუშვილი

პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი წევრი, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მილიარდიან სქემასთან დაკავშირებით BBC-მ გამოძიებას გაცილებით მეტი ინფრომაცია მიაწოდა, ვიდრე ეს 3 წლის განმავლობაში პროკურატურამ შეძლო.

“უბრალოდ, წარმოუდგენელია ამხელა მილიარდიანია სქემა განეხორციელებინა ნებისმიერს, იქნებოდა ეს კეზერაშვილი თუ ვინმე სხვა ისე, რომ ამის შესახებ არაფერი სცოდნოდათ სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენლებს და შეუძლებელია მათი რაიმე ფორმით მონაწილეობის, უმოქმედობის ან მოქმედების გარეშე ამხელა სქემა განხორციელებულიყო. BBC-ის გამოძიებამ გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, ვიდრე 3 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე გამოძიებამ პროკურატურაში” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ კეზერაშვილი და ” ქართული ოცნება” ქოლცენტრების საქმეში ერთად მოქმედებდნენ.

იტვირთბა....