ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლეონარდო დიკაპრიო ყვება, როგორ დაესხა თავს ზვიგენი

ლეონარდო დიკაპრიოს ბოლო ფილმში, ,,გადარჩენილი” ის განასახიერებს მე-19 საუკუნეში მცხოვრებ მამაკაცს, რომელიც დათვის სასტიკ თავდასხმას გადაურჩება და სიკვდილს თავს დააღწევს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ფაქტებით დასტურდება, რომ მსახიობის რეალური ცხოვრებაც სასტიკი გამოწვევებითაა სავსე და უწევს სიკვდილისგან გაქცევა.

WIRED-თან ინტერვიუს დროს, 41 წლის მსახიობმა გაიხსენა სამი საშინელი შემთხვევა, როდესაც ის კინაღამ დაიღუპა.

მომენტი, როდესაც თავს ზვიგენი დაესხა

,,ეს საშინელება იყო. სამხრეთ აფრიკაში ყვინთვით ვიყავი დაკავებული, როდესაც ჩემს გალიაში დიდი თეთრი ზვიგენი შემოიჭრა. მისი ტანის ნახევარი უკვე ჩემს კაბინაში იყო და კბენასაც აპირებდა. მე შევეცადე გალიის ყველაზე დაბალ/წყლის ყველაზე ღრმა ნაწილას ჩავსულიყავი და იქ მომეცადა. ზვიგენი კი ჩემს თავს ზემოთ დაცურავდა და ცდილობდა გალიაში შემოღწევას. იმ ადამიანებმა კი, რომლებმაც ყვინთვისთვის ყველანაირი პირობა შემიქმნეს განაცხადეს, რომ უკანასკნელი 30 წელია ამ ბიზნესში ტრიალებენ, მაგრამ ასეთი რამ მანამ არასოდეს უნახავთ. ეს ვიდეოზეც კი მაქვს ჩაწერილი. სიგიჟეა.”

მომენტი, როდესაც თვითმფრინავი კინაღამ აფეთქდა

,,ეს ბიზნეს კლასი იყო და ძრავა ჩემს თვალწინ აფეთქდა. თვითმფრინავის ფრთებს ვუყურებდი და მალევე გავიგეთ, რომ ტურბინი კომეტასავით აფეთქდა. სიგიჟე იყო. მათ ტურბინი რამდენიმე წუთის განმავლობაში გამორთეს. წარმოიდგინეთ ამ მომენტში შენ იჯექი აბსოლიტურ სიჩუმეში და არავინ ხმას არ იღებდა. ეს წარმოუდგენლად დიდი გამოცდილება იყო. მოგვიანებით მათ ძრავა აამუშავეს და იმ ქვეყანაში, რომლის თავზეც მივფრინავდით, გაგზავნეს მათ მიწაზე სასწრაფოდ დაჯდომის მოთხოვნა.“

3) მომენტი, როდესაც პარაშუტით ხტომისას საქმე ისე არ წავიდა, როგორც ჩაფიქრებული იყო.

,,ჰო, შემდგომი შემთხვევა პარაშუტით ხტომისას იყო. რამდენიმე ადამიანთან ერთად ვიმყოფებოდი იმ დროს. გადმოხტომისას პარაშუტის გახსნა ვცადეთ, თუმცა უშედეგოდ. ის გაკვანძული იყო. იმ მამაკაცმა კი, რომელიც ჩემთან ერთად იმყოფებოდა, ის გადაჭრა. 5-10 წამის განმავლობაში ჰაერში გამოკიდებულები ვიყავით და მე მეგონა, რომ პარაშუტს ვერ გავხსნიდით, სიკვდილისთვის ვემზადებოდი. მამაკაცმა მეორე პარაშუტის გახსნაც სცადა, თუმცა ისიც გაკვანძული აღმოჩნდა. შემდეგ მან კანკალი დაიწყო და სხეულით რაღაც მანევრებს ასრულებდა. მე კი წარმოუდგენლად საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, რადგან უბრალოდ მოვფრინავდი მაშინ, როდესაც ჩემი მეგობრები ჩემს მაღლა, გაშლილი პარაშუტით ეშვებოდნენ – მე კი სიკვდილისკენ მივექანებოდი. საბედნიეროდ, პარაშუტის გახსნა მოვახერხეთ.’’

allmovies.ge

 

იტვირთბა....