ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ფრონტის ხაზზე ზელენსკის ადმინისტრაციის თანამშრომელი დაიღუპა – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტვიტერით“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„დონეცკის ოლქის ფრონტის ხაზზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი ოლექსი ტიტარენკო დაიღუპა. ის მუშაობდა შიდა და ჰუმანიტარული პოლიტიკის დირექტორატის მთავარ კონსულტანტად.

ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს!

უკრაინა ყოველთვის ემახსოვრება გმირებს!“, – წერს ერმაკი.

იტვირთბა....