უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინელებმა ბოლო ერთ დღეში მტრის 40-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.
“ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებით გასული დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მტრის 42 შეტევა მოიგერიეს” – განაცხადა უკრაინულმა უწყებამ.
არსებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 30 სარაკეტო და 61 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.