ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსებმა ოდესაში “წითელი ჯვრის” საწყობი გაანადგურეს

რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ოდესის ოლქში არსებული “წითელი ჯვრის” ჰუმანიტარული დახმერების საწყობი განადგურდა, რის გამოც მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა შეჩერებულია.

„ოდესის ოლქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მთლიანად განადგურდა უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოების ოდესის რეგიონალური ორგანიზაციის 1000 კვ.მ.-ზე მდებარე საწყობი. ხანძარმა მთლიანად გაანადგურა ჰუმანიტარული დახმარება ოდესის ოლქისთვის, რომელიც საწყობში ინახებოდა“ – განაცხადეს „წითელი ჯვრის“ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის დროს ორგანიზაციის თანამშრომლები ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ.

იტვირთბა....