კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან რუსეთმა გასულ ღამეს კიევზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, საბავშვო ბაღი და სკოლა კი დაზიანდა.
რუსეთის საჰაერო ძალების მიერ გაშვებული 36 უპილოტო საფრენი აპარატიდან უკრაინის თავდცვის ძალებმა ყველა ჩამოაგდო.
“მადლობა ჩვენს საჰაერო თავდაცვის ძალებს, ყველა, 36-ივე დრონი ჩამოგდებული იქნა. ეს ყველაზე მასობრივი შეტევაა ჩვენს ქალაქზე მას შემდეგ რაც ომი დაიწყო” – განაცხადა კლიჩკომ.