კიევზე დრონებით თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა.
“სამი დაშავდა სოლომენსკის რაიონში აფეთქების ადგილზე, ერთი კი სვიატოშინსკიში. სამედიცინო დახმარება ადგილზეა. ორი დაზარალებული სვიატოშინსკის რაიონის საავამდყოფოში გადაიყვანეს” – განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
ვიტალი კლიჩკოს თქმით, სვიატოშინსკის რაიონში ორსართულიან შენობას დრონების ნამსხვრევები დაეცა.
ცნობისთვის, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე 30-ზე მეტი მტრის “შაჰედი” ჩამოაგდეს.