ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მედიკამენტოზურ კომაშია, მდგომარეობა მძიმეა” – რას აცხადებენ ექიმები ვერაზე დაჭრილი ბიზნესმენის ჯანმრთელობაზე

გუშინ ვერაზე სისხლიანი გარჩევისას დაჭრილი ბიზნესმენის, გიჩო მარგველაშვილი მდგომარეობა მძიმეა.

ის მედიკამენტოზურ კომაშია.

მარგველაშვილი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება.

„ახალგაზრდა მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში შემოყვანილი გუშინ, საღამოს შემოიყვანეს. სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, მიყენებული ჭრილობებით. ჭრილობები მრავლობითია და ქვემო კიდურების არეშია. მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, საყურადღებო. პაციენტი ხელოვნურ მედიკამენტებით გამოწვეულ კომაშია. უტარდება კონსერვატიული მკურნალობა“, – აღნიშნა ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

იტვირთბა....