ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თავდამსხმელი სამიზნეს არ იცნობდა…” – ვერაზე დაჭრილი ბიზნესმენი თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის შვილია

გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად დაჭრილი კაცის მამა პირველ კომენტარს აკეთებს:

“თავდამსხმელეს გიჩო მარგველაშვილი არ იცნობდა. პირადი შურისძიების შესახებ არ მსმენია”

გიჩო მარგველაშვილი თეატრალური უნივერსიტეტეის რექტორის გოგი მარგველაშვილის ვაჟია. პროფესორი მარგველაშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარეობბა მძიმეა და ჯერ ვაჟთან გასაუბრება ვერ მაოხერხა, რომ ეკითხა, თუ რა მოხდა გუშინ ვერაზე.

“არავინ არაფერს არ უკავშირებს. გუშინ ამბავი მოხდა. მთელი ღამე საავადმყოფოში ვიყავი და დღეს დილით მე რამეზე პასუხი მექნება, როგორ ფიქრობთ? არ ვიცნობდით საბა გახოკიას და მის ოჯახს. ბიზნესმეწილეები იყვნენ თუ არა არ ვიცი, არც წარსულში არსებობდა თუ არა მათ შორის რაიმე დაპირისპირება, ამის შესახებ არ მსმენია. რეანიმაციაშია, მძიმეა ძალიან მისი ჭრილობები, ამიტომაც ის არ გამოუკითხავთ” – ამბობს გიჩო მარგველაშვილის მამა.

იტვირთბა....