ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

“მემარცხენე ალიანსი”: “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ ცდილობს საქართველოს მოსახლეობას თავგზა აუბნიოს”

პარტია “მემარცხენე ალიანსი” “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე ლოზუნგით “არა გაზპრომს” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ის ცდილობს მოსახოლეობას თავგზა აუბნიოს, მოაწყოს არეულობა, “თბილისური მეიდანი” და არეულობის შედეგად კვლავ დაეპატრონოს ხელისუფლებას, როგორც 2003 და 2007 წლებში.
“ნაციონალური მოძრაობა” კვლავ ცდილობს საქართველოს მოსახლეობას თავგზა აუბნიოს, მოაწყოს არეულობა, “თბილისური მაედანი” და არეულობის შედეგად კვლავ დაეპატრონოს ხელისუფლებას, როგორც ეს 2003 და 2007 წლებში ვნახეთ. მათთვის მთავარი არის ხალხის ქუჩაში გამოყვანა და არა კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა. ამ შემთხვევაშიც ჩვენთვის სრულიად გაუგებარია ე. წ. ჯაჭვის ლოზუნგი “არა გაზპრომს!”. გაზპრომის თემა დიდი ხანია გადაწყვეტილია, ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროს, ეს რუსული კომპანია გაზს აწვდის სომხეთს საქართველოს გავლით და ჩვენ ქვეყანას ამაში რჩება 10 პროცენტი ტრანზიტისთვის. გაზის დანარჩენი რაოდენობა შემოდის აზერბაიჯანიდან და მათ მიერ ატეხილი წივილ–კივილი, თითქოს საქართველო აპირებს გაატაროს რუსული ინტერესები, აფსურდია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ნაციონალური მოძრაობა 2004–2012 წლებში აქტიურად ცდილობდა რუსეთისთვის მიეყიდა მაგისტრალური გაზსადენი და რომ არა ჩვენი და სხვა ოპოზიციური პარტიების მტკიცე პროტესტი, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ შეაჩერებინებდა სააკაშვილს ამ მოღალატეობრივ განზრახვას. გავიხსენოთ აგრეთვე ის, რომ ისინი აპირებდნენ საქართველოს რკინიგზის რუსეთზე მიყიდვას, რაც ასევე ვერ მოახერხეს, მაგრამ რუსებს გადასცეს მრავალი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი: საზღვაო პორტები, ჰიდრო და თბოელექტრო სადგურები, გაზ და ელერქტროგამანაწილებელი კომპანიები, ოქროს საბადო და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ეს არასრული ჩამონათვალია მხოლოდ. აღარაფერს ვამბობთ კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე, რომელსაც სააკაშვილმა “ქვების გროვა” უწოდა.

აღსანიშნავია, რომ ამერკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, ბ–ნი იენ კელი და ბ–ნი იანოშ ჰერმანი გაზპრომის შემოსვლას საქართველოში ჩვენი ქვეყნისთვის წარმატებულ დასტრატეგიულ ბიზნეს–პროექტად განიხილავენ.

მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, არ აჰყვეს სააკაშვილის მიერ მოწყობილ მორიგ პროვოკაციას, არ გამოვიდეს ქუჩაში და ჩაუშალოს ოდესის გუბერნატორს დაგეგმილი ფარსი, ისეთივე, როგორიც მან მოაწყო 2008 წლის აგვისტოს დღეებში, როდესაც ჩვენი მოსახლეობა აიძულა ეზეიმა წაგებული ომი.

ძვირფასო თანამოქალაქეებო! შევინარჩუნოთ სიმშვიდე, სტაბილურობა, მშვიდ ვითარებაში ჩავატაროთ მოახლოებული არჩევნები და მთელ მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველოში ხელისუფლება იცვლება დემოკრატიული არჩევნების გზით”, – ნათქვამია “მემარცხენე ალიანსის” განცხადებაში.

იტვირთბა....