ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

“არა გაზპრომს”: “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა

“არა გაზპრომს” – ამ ლოზუნგით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეებმა რუსეთის ფედერაციის ყოფილი საელჩოდან მთავრობის ადმინისტრაციამდე და ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და მის დასასრულს ჰაერში ლურჯი ბუშტები , წარწერით “არა გაზპრომს” გაუშვეს.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მთელი 6 თვე ხელისუფლება გვასმენინებდა ტყუილებს და “გაზპრომის” შემოყვანას ცდილობდა.

“ჯერ მოვისმინეთ, რომ აზერბაიჯანს არ შეუძლია დამატებითი გაზის მოცემა, შემდეგ მოვისმინეთ, რომ ამას გაზსადენის სიმძლავრე არ ყოფნის, შემდეგ გვითხრეს, რომ თუ ჩვენ “გაზპრომს” არ შემოვიყვანთ, მაშინ რუსეთი ირანიდან მოამარაგებს სომხეთს და დავიღუპებით, შემდეგ გვითხრეს, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებით, აუცილებლად მონეტიზაცია უნდა მოხდეს. ანუ მთელი ეს 6 თვე ჩვენ გვასმენინებდნენ ტყუილებს და ხელისუფლება ცდილობდა “გაზპრომის” შემოყვანას”, – განაცხადა ბაქრაძემ.

იტვირთბა....