უკრაინის პრეზიდენტის სპიკერის, სერგეი ნიკოფოროვის განცხადებით, კრემლზე უპილოტო თვითმფრინავის სავარაუდო თავდასხმაში უკრაინა არ მონაწილეობდა.
„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ, მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინა მიმართავს ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას მისი ტერიტორიების განსათავისუფლებლად და არა სხვებზე თავდასხმისთვის“ – განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.
მისი თქმით, ტერორისტული აქტი არა მოსკოვში მომხდარი ინციდენტია, არამედ დნეპრსა და უმანში განადგურებული სახლები, ოკუპანტების მიერ გასროლილი რაკეტები და მრავალი სხვა ტრაგედიაა.
უკრაინის პრეზიდენტის სპიკერი აღნიშნავს, რომ კრემლზე მომხდარი ინციდენტი არის 9 მაისამდე სიტუაციის გამწვავების მცდელობა.