ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ეს ათი ათასობით ფაილი “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო შეგროვებული”

“დარწმუნებული ვარ ეს ათი ათასობით ფაილი შეგროვებული იყო “ნაციონალური მოძრაობის” დროს”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ განაცხადა.

ამით ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პაპუაშვილი ამტკიცებს, მის წინააღმდეგ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება იგეგმება და ამის ინიციატორად იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს ასახელებს.

მიროტაძის თქმით, ოცდამეერთე საუკუნეში მსგავსი მეთოდებით ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება.

“ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმემ ჩვენი ხელისუფლების დროს რაიმე მსგავსი ტიპის მასალა მოაგროვა, დარწმუნებული ვარ ეს ათი ათასობით ფაილი შეგროვებული იყო ნაციონალური მოძრაობის დროს და იმედი მაქვს, რომ ის ადამიანებიც მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ამ ბინძური მეთოდებით ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა უბრალოდ არ შეიძლება. ზოგადად ეს არის დასჯადი“ – განაცხადა მიროტაძემ.

იტვირთბა....