უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, რუსეთი გეგმავს 9 მაისამდე ბახმუტის ხელში ჩაგდებას.
„მალე დაამყარებენ გინესის რეკორდს იმ თარიღების გადასატანად, რომლითაც რაღაც უნდა აიღონ. მარტის ბოლოს მათ მთელი დონბასი უნდა აეღოთ. ბახმუტის აღების პირველი თარიღები იყო 2022 წლის ივლისი. ჩვენი თავდაცვის ძალები ყველაფერს გააკეთებენ, რომ არცერთი ეს თარიღი არ გახდეს რეალობა“ – განაცხადა სერგეი ჩერევატიმ.
რუსული მედიის განცხადებით, რომელიც კრემლის წყაროებს ეყრდნობა, რუსმა სამხედროებმა მიიღეს ბრძანება, 9 მაისამდე ბახმუტი დაიპყრონ.