ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ოკუპანტების მიერ ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოყვა

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულეთი საჰაერო ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია.

“რუსმა ოკუპანტებმა გუშინ ღამით ხერსონის რეგიონი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია. ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა განახორციელეს 39 თავდასხმა, გაისროლეს 163 ჭურვი მძიმე არტილერიიდან და თვითმფრინავებიდან” – განაცხადა ოლექსანდრ პროკუდინმა.

შეგახსენებთ, რუსეთი შეიარაღებული ძალები უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

იტვირთბა....