ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერჰი ლისაკის განცხადებით, უკრაინის რაიონ დნეპროპეტროვსკში ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი.

“მტერი რეგიონს რაკეტებით თავს დაესხა. მათგან 7 საჰაერო სარდლობამ ჩამოაგდო, თუმცა არის დარტყმებიც. თავდასხმის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, მათგან სამი ბავშვია”, – განაცხადა ლისაკიმ.

ლისაკიმ აღნიშნა, რომ პავლოგრადში თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ მალევე იქნა ლიკვიდირებული.

შეგახსნებეთ, დაზიანდა 19 მაღალსართულიანი კორპუსი, 25 კერძო სახლი, 6 სკოლა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, ასევე 5 მაღაზია.

იტვირთბა....