ბახმუტში, უკრაინელი ჟურნალისტი და სამხედრო ვოლოდიმირ მუკანი ბახმუტში დაიღუპა -აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“უკრაინის შეიარაღებული ძალების უმცროსი ლეიტენანტი, ვლადიმერ მუანი 29 აპრილს ბახმუტში დაიღუპა. ომამდე მუკანი მუშაობდა ჟურნალისტად Gazeta po-Ukrainian-ში, ჟურნალ Kraina-სა და Gazeta.ua-ში. რამდენიმე წლის განმავლობაში ის იყო უკრაინის ყველაზე დიდი რეტრო ფესტივალის Old Car Land-ის თანაორგანიზატორი” – წერია განცხადებაში.