სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ყველა ქვეყნის საბრძოლო პოტენციალი და შესაძლობლებები გამოიყენეს, დაუწესეს ფართომასშტაბიანი სანქციები, უკრაინას მიაწოდეს იარაღი, დაუქირავეს ჯარისკაცები, ამიტომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ბოლომდე იქნება მიყვანილი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, უკრაინისთვის გადაცემული იარაღი ტერორისტთა ხელშია, რაც ევროპისა და მსოფლიოს სტაბილურობაზე გავლენას ახდენს.
“კიევისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს, იწვევს ახალ მსხვერპს, ინფრასტრუქტურის განადგურებას, საბოლოოდ კი ბუმერანგივით ბრუნდება, გავლენას ახდენს ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს სტაბილურობაზე.
რუსებს სხვა გზა არ აქვთ, გარდა უკრაინის ტერიტორიიდან მომდინარე საფრთხეების სამხედრო გზით აღმოფხვრისა. ჩვენი ამოცანები ნათელია და სპეციალური სამხედრო ოპერაცია ბოლომდე იქნება მიყვანილი“ – განაცხადა სერგეი შოიგუმ.