ბრიტანეთის დაზვერვის ახალი ანგარიშის მიხედვით, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორების სახურავებზე საცეცხლე პოზიციები მოაწყვეს, რაც მიუთითებს სადგურის ტერიტორიაზე საბრძოლო მზადყოფნისკენ, შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შემთხვევაში.
ბრიტანელთა ცნობით, მარტის სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ რუსულ ჯარებს ატომური ელექტროსადგურის ექვსი რეაქტორის რამდენიმე შენობის სახურავზე ქვიშის ტომრებისგან დამზადებული საცეცხლე პოზიციები აქვთ.
უწყების თქმით, სადგურის აღებიდან ერთი წლის განმავლობაში, ეს არის პირველი მტკიცებულება ოკუპანტების განზრახვაზე, გამოიყენონ რეაქტორის შენობები ტაქტიკური თავდაცვის დაგეგმვისას.
შეგახსენებთ, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ 21 აპრილს განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, სამხედრო მზადების ნიშნები ნახა.