უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთმა მიკოლაივში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა.
არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 23 დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
უკრაინის სამხრეთ სარდლობის პრესსპიკერის ვლადისლავ ნაზაროვის თქმით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტიდან მიკოლაივის მიმართულებით გუშინ “კალიბრის” ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა ისროლეს. რაკეტებმა საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან თავის ასარიდებლად მიმართულება შეიცვალეს.
მიკოლაივში სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.