უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონში უკრაინელი ჟურნალისტი ბოგდან ბიტლიკი მოკლეს.
დაშავებულია „La Repubblica”-ს რეპორტიორი კორადო ზუნინი.
გამოცემა La Repubblica აღნიშნავს, რომ ორივე ჟურნალისტს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეცვათ.
ზუნინმა განაცხადა, რომ სროლის დროს ჟურნალისტები არ იმყოფებოდნენ ომის ზონაში.