უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტს სინ ძინპინს ტელეფონით პირველად ესაუბრა.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ჩინეთის სახელმწიფოს მაუწყებელმაც გაავრცელა.
“მე მქონდა ხანგრძილივი და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან. მჯერა, ეს ზარი, ისევე როგორც უკრაინის ელჩის დანიშვნა ჩინეთში, ძლიერ ბიძგს მისცემს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას” – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მარტში შეხვდა. მის ვიზიტს ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსნები გამოეხმაურნენ, რომლებმაც ჩინეთს მოუწოდეს, საკუთარი გავლენის რუსეთზე გამოყენება ომის შეწყვეტის მიზნით.