ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი ალასანია: “ქართული ოცნება მარცხისთვის განწირულია”

“ქართული ოცნება განწირულია მარცხისთვის, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა არა თუ საზოგადოების ხმა არ ესმით, არამედ ერთმანეთთან არ აქვთ კომუნიკაცია,” – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
“მართალი გითხრათ, ჩვენ არც გვინდა და არც გვაინტერესებს სპეკულაციებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ცხადია, რომ ქართული ოცნება განწირულია მარცხისთვის. ბუნებრივია, მე ის მაღელვებს, რომ ეს ყველაფერი აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე და თუ ასე გააგრძელებენ, განწირული არიან დამარცხებისთვის,” – განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ის “ქართულ ოცნებაში” ცვლილებებს არ გამორიცხავს.

იტვირთბა....