ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

დროა ვაღიაროთ, რომ უკრაინის ნატოში მიღების ალტერნატივა არ არსებობს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულების თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების ალტერნატივა არ არსებობს.

როგორც იგი აღნიშნავს, ალიანსის ერთგულება უკრაინისამდი გულწრფელია, მაგრამ მის სტრატეგიას ეჭვქევეშ აყენებს.

“დროა, თავის მართლებაზე უარი ვთქვათ და საბოლოოდ ვაღიაროთ, რომ უკრაინის მიღების ალტერნატივა არ არსებობს, თუ ნატოს მიზანია ევროატლანტიკური თანამეგობრების უსაფრთხოების უზრუნვეყლოფა. უკრაინისამდი ნატოს ამჟამინდელ ერთგულებას ეჭის ქვეშ არ ვაყენებ. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ალიანსის წევრები კიევს სასიცოხლოდ მნიშვნელოვან დასხმარებას აწვდიდნენ. მაგრამ ეჭვის ქვეშ არ ვაყენებ ნატოს სტრატეგიას, როდესაც საუბარია უკრაინაზე და ევროატლანტიკური რეგიონის გრძელვადიან უსაფრთხოებაზე” – განაცხადა კულებამ.

დმიტრო კულებას თქმით, რუსეთის მიმართ ალიანსის ფრთხილ პოლიტიკას საშინელი შედეგები ჰქონდა.

“შიშმა ალიანსის კეთილგონიერება გადაფარა, აიძულა ფრთხილი სტრატეგია მიეღო, რომელსაც მძიმე შედეგები ჰქონდა ათასობით უკრაინელისთვის, რომელიც გაიტაცეს, გააუპატიურეს, აწამეს, გადაადგილეს ან მოკლედს. ნატოს სტრატეგიის შეცდომამ ასევე საშუალება მისცა რუსეთს დასავლეთის უსაფრთხოებას ძირი გამოუთხაროს კიბერშეტევებით, შპიონაჟითა და პოლიტიკური ჩარევით” – აღნიშნავს კულება.

ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბედული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწდოებს, რომელსაც უსაფრთხოების მხრივ რეგიონში არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

იტვირთბა....