დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის თქმით, რუსებმა ნიკოპოლის რაიონი დაბომბეს.
„მტერმა ნიკოპოლის რაიონი დაბომბა. მარგანეცსა და ნიკოპოლს მძიმე არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნეს. მარგანეცში დაშავდა 64 და 77 წლის ორი ქალი. დაზიანდა ორი ადმინისტრაციული შენობა, რვა კერძო სახლი, ასევე ხუთსართულიანი და ორსართულიანი შენობები“, – განაცხადა მან.
ასევე დაზიანდა გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები.